10:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 22:39:04, 1596 ნახვა

საზოგადოება
„არ დავთმოთ ღამე!“ - 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.

ქალთა მიმართ ძალადობა დღემდე ერთ-ერთი მძიმე და აქტუალური პრობლემაა მსოფლიოში. საშუალოდ, ძალადობის შედეგად უფრო მეტი ქალი კვდება ვიდრე სიმსივნით, ავტო-საგზაო შემთხვევებში და ომის დროს ერთად.

ყოველწლიურად მსოფლიოში ხუთი ათას ქალს საკუთარი ოჯახის წევრი კლავს, ყოველ მესამეს კი სხვადასხვა სახის ძალადობა გამოუცდია.

სტატისტიკა საგანგაშოა საქართველოშიც. პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში საქართველოში 53 ქალი მოკლეს, აქედან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 27, სხვა მოტივით კი 26 ქალი. ოჯახური დანაშაულის ნიშნით მომხდარი 27 მკვლელობიდან 8 თბილისში მოხდა, 4 -კახეთში, 3 - შიდა ქართლში, 3 - აჭარაში, 2 - ქვემო ქართლში, 2 - სამეგრელოში და 5 - დასავლეთ საქართველოში. მკვლელობის 22 ფაქტი სახლში მოხდა, თითო-თითო შემთხვევა კი სავაჭრო დაწესებულებასა და უნივერსიტეტში.

"ქალთა მოძრაობის" ინფორმაციით, 2015 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა. პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი. დანარჩენ შემთხვევებს გაგრძელება არ მოჰყოლია. 

25 ნოემბერს ქალთა ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში რამდენიმე ღონისძიება და აქცია იმართება.

"ქალთა ფონდი საქართველოში" 25 ნოემბერს, 13:00 საათზე პუშკინის სკვერში აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ პოლიციის შენობამდე. აქციის მონაწილეები ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალის სახელით დროშებად კაბებს აღმართავენ.

ფონდი ასევე 25 ნოემბერს, წარმოგიდგენთ დოკუმენტურ სპექტაკლს „შვიდი“, რომელიც 7 უფლებადამცველი ქალის რეალურ ამბავს გვიყვება და რომელსაც ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 7 ქალი წაიკითხავს.

ამავე დღეს, "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი" შეუერთდება "ქალთა ფონდის" კამპანიას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. ჯგუფი გამართავს მსვლელობას “არ დავთმოთ ღამე!”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა ხანძრის ჩაქრობიდან ოთხი დღის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics