|
2016-11-24 17:31:54, 814 ნახვა
საზოგადოება
ხვალ თბილისში საერთაშორისო დოკუმენტური პიესა „შვიდი“-ს პრემიერა გაიმართება
თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში საერთაშორისო დოკუმენტური პიესის „შვიდი“ პრემიერა გაიმართება. პიესაში მონაწილეობას მაკა ჩიჩუა, ხათუნა სამნიძე, თამარ გურჩიანი, ნინა სუბლატი, ნანა ექვთიმიშვილი, ანა გოგუაძე და ნესტან კვინიკაძე მიიღებენ. საქართველოში დოკუმენტური პიესის „შვიდი“ რეჟისორია სალომე ჯაში, ხოლო მთარგმნელი - ფემინისტი მწერალი და აქტივისტი თამთა მელაშვილი. პროექტს „ქალთა ფონდი საქართველოში“ შვედეთის საელჩოსა და „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ახორციელებს. პიესა „შვიდი“ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში დაიდგა. ის წარმოადგენს შვიდი აქტივისტი ქალის ისტორიას, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება გენდერული ნიშნით ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს. მათი პირადი ისტორიების გაჟღერებით კიდევ ერთხელ ხდება ჩაგვრის იმ ფორმების ხაზგასმა, რომელთა წინააღმდეგაც ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც უწევთ ბრძოლა. პიესა „შვიდი“ დაწერილია 2007 წელს, აქტივისტ ქალებთან ჩაწერილი ინტერვიუებზე დაყრდნობით. მისი ავტორები არიან პაულა სიზმერი, კეტრინ ფილუ, გეილ კრიგელი, ქეროლ კ. მაკი, რუთ მარგრაფი, ანა დივიარ-სმითი და სუზენ იანკოვიცი. დოკუმენტური სპექტაკლი „შვიდი“ შექმნილია Vital Voices Global Production-ის მხარდაჭერით. პიესა „შვიდი“ გახსნის „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო კამპანიას „სექსუალურ შევიწროება ძალადობაა! შეეწინააღმდეგე, რომ შეაჩერო!“. კამპანიაში მონაწილებას იღებენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში, სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, კავშირი „საფარი“, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)