|
2016-11-23 13:09:15, 747 ნახვა
საზოგადოება
თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ხვალ საავტომობილო გზა გადაიკეტება
ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ: აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების (გლდანის ხიდების) მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით მოხვდება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს ადგილზე გაეცნო. ნარმანიას თქმით, ამ ეტაპისთვის, ხიდზე ყველაზე რთული სამუშაოები მიმდინარეობს. „ხიდზე მიმდინარე საკმაოდ რთული სამუშაოების გამო, ხვალ შუადღემდე, დღის ერთ მონაკვეთში, თბილისიდან გამავალ მანქანებზე მცირედი შეზღუდვა დაწესდება. ამის შესახებ, მძღოლებს, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, წინასწარ ეცნობებათ. მოძრაობა დროებით გლდანი-კონიაკის დასახლების მიმართულებით გადაერთვება, თუმცა ეს იქნება ძალიან მცირე შეფერხება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგება“, - განაცხადა ნარმანიამ. ამ დროისთვის, უკვე დასრულდა ხიდის ბურჯების მოწყობა. მიმდინარეობს მალის ნაშენის მონტაჟი, რისთვისაც კონტრაქტორმა კომპანიამ სპეციალური ტექნიკა - 300 ტონიანი ამწე აზერბაიჯანიდან შემოყვანა. შემდეგ ეტაპზე დაიგება რკინა-ბეტონის ფილები და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი. მალის დამონტაჟება 24 ნოემბერს დაიწყება. (NS)
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)