22:28 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 16:08:43, 1033 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მედია გარემოს ფუნდამენტური გაუმჯობესება ჩვენი მიღწევაა და ამის დათმობას არ ვაპირებთ

„მკაფიოდ განვაცხადე, რომ სასამართლოში განიხილება  ეს საკითხი და  რა თქმა უნდა  სასამართლოს გადასაწყვეტია  ეს კონკრეტული დავა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის კითხის საპასუხოდ განაცხადა, - თუ რის გაკეთებს აპირებს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე, რომ შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში ყველაზე  კრიტიკული მედია საშუალება „რუსთავი 2“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლამდე მხოლოდ სამი  „ნაციონალური“ ტელეარხი იყო და მედია მთლიანად იყო მონოპოლიზებული ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში.  

„ჩვენს კომპეტენციაში შედის მედია  პლურალიზმის უზრუნველყოფა  და როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები  ჩვენი ამოცანა სწორედ ასეთად დარჩება.  ჩვენი ამოცანა არის მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა  განვლილი ოთხი წლის განმავლობაში.  მინდა შეგახსენოთ რა მდგომარეობს გვქონდა  2012 წლამდე.   სამი „ნაციონალური“  ტელეარხი  იყო  და ეს სივცრე მთლიანად  მონოპოლიზებული იყო   ერთი კომნკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში, მართველი უმრავლესობის ხელში.  ვითარება დღეს რადიკალურად არის შეცვლილი  შეუძლებელია ჩვენ ერთმანეთს შევადაროთ 2012 წლამდე არსებული  მდგომარეობა 2012 წლის შემდგომ  არსებულ  მდგომარეობას.  კიდევ ერთხელ მედია პლურალიზმი, მედია  გარემოს ფუნდამენტური გაუმჯობესება  არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი  მიღწევა და  ჩვენ ამ მიღწევის დათმობას არ ვაპირებთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics