|
2016-11-18 16:05:04, 1085 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: უმთავრეს ამოცანად მესახება პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია
არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და ვემსახურო ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის ისურვებდა, რომ თითოეულმა პარლამენტარმა შეძლოს ნდობის გამართლება და პარლამენტის წევრის სახელის ღირსეულად ტარება. "ჩემი არჩევის შემთხვევაში, უმთავრეს ამოცანად მესახება პარლამენტში ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას. ჩემი პარტიული კუთვნილების მიუხედავად მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე ჩემს საპარლამენტო საქმიანობასთან მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისთვის", - განაცხადა კობახიძემ. კობახიძეს თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა ქვეყნის დასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს და საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ კიდევ ერთხელ ნდობა გამოუცხადა. "პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გააგრძელოს პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუციების შექმნა, ქვეყნის სწრაფი და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების თანმიმდევრული განხორციელება. ჩვენ ქმედითი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვალდებული ვართ ხორცი შევასხათ ქართველი ხალხის არჩევანს და მისწრაფებებს. ამისთვის უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, აშშ-სთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან. ამ ყველაფერში საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია პარლამენტისთვის მთავარ მიზნად დარჩება", - აღნიშნა კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი დასახელებისთვის. „ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. ნდობით აღჭურვილი მე-9 მოწვევის პარლამენტი იწყებს მუშაობას. გილოცავთ პარლამენტის თითოეულ ახლად არჩეულ წევრს ხალხის ნდობის მოპოვებას და ვისურვებდი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ ამ ნდობის გამართლება და პარლამენტის წევრის საპატიო სახელის ღირსეულად ტარება“,- განაცხადა თავმჯდომარეობის კანდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)