|
2016-11-18 12:46:07, 2212 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესის დაფინანსებას იწყებს
საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი პროდუქტის „ქალი სტარტაპერის“ დანერგვის შესახებ განაცხადა. აღნიშნული, პროგრამა საქართველოს ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს დააფინანასებს. ეს არის ქალი მეწარმეებისთვის რეალური შანსი, თავიანთი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და ისარგებლონ საქართველოს ბანკის „ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით. დაფინანსებით სარგებლობა შეუძლია მას, ვისაც აქვს საინტერესო ბიზნესიდეა, სესხი მოცულობა 10 000 ლარიდან განისაზღვრება და არ მოითხოვება სავალდებულო თანამონაწიელობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პროგრამის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სრულიად უფასოდ ჩაერთოს „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ტრენინგში - „როგორ დავიწყო ბიზნესი?“, აღნიშნული ტრენინგი ყველა მათგანს, ბიზნესიდეის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვან უნარებს და ცოდნას შესძენს. ამასთან, იმ ბიზნეს იდეის, ავტორი რომელიც დაფინანსდება, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისარგებლებს საქართველოს ბანკის საოპერაციო პროდუქტებით. „ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით სარგებლობის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.womeninbusiness.ge .
(R)
სტუბი: შვიდი ფინური კომპანია აფართოებს თანამშრომლობას უკრაინასთან თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში.
ნორვეგია 2027 წელს უკრაინას დაახლოებით 9.2 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუგზავნის
პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ ომს, პოლარიზაციასა და დაყოფას
ბათუმში ზღვაში 23 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
სიბიგა კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)