2016-11-17 16:45:18, 1818 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4861 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4926 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6673 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6686 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან