19:42 - 23 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 11:13:43, 1621 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9950 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1701 მილიონი აშშ დოლარი იყო (7%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8249 მილიონი აშშ დოლარი (31%-ით მეტი).

„უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 6548 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5851 მლნ. აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლებია“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნორვეგია 2027 წელს უკრაინას დაახლოებით 9.2 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუგზავნის
პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ ომს, პოლარიზაციასა და დაყოფას
ბათუმში ზღვაში 23 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები დები არიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics