|
2016-11-13 19:11:04, 1527 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა კახეთში ორი ახალი ობიექტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსის პროექტისახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშული პროექტის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა. განახლებული სამუზეუმო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რესტავრირებული სახლ-მუზეუმი და ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა. „2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აღნიშნული კონტრაქტი, მართალია, უკვე გაფორმებული დაგვხვდა, თუმცა ის განწირული იყო მოსაშლელად. პროექტი დადებითი შედეგით მხოლოდ იმ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, რომელიც სახელმწიფომ კომპანია „ბლექ ქსი „ბლექ ქსი გრუპთან“ გააფორმა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აღნიშნულ კომპანიას და მის ხელძღვანელს, გოგა კალანდაძეს იმისათვის, რომ მათ საქართველოს მისი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი მშვენიერი ნიმუში შეუნარჩუნეს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სარაჯიშვილების აღდგენილ მამულში შესაძლებელია გამოფენების მოწყობა. გარდა ამისა, მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მცირე სასტუმრო, რომელიც მზადაა პირველი სტუმრები მიიღოს. სარაჯიშვილების მამულის პროექტის განსახორციელებლად 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია დაიხარჯა და 10-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო „ერთიანიაგროპროექტის“ ფარგლებშიკიდევერთიახალისაწარმოს„სარაჯიშვილიდისტილერის“ გახსნაში. სოფელ გრემში მდებარე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპირტსახდელი საწარმო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. “სარაჯიშვილი დისტილერი“ სახელმწიფოს მხარდაჭერით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტის განსახორციელებლად 827 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, აქედან, აგროკრედიტის მოცულობამ 600 000 აშშ დოლარი შეადგინა. ქარხანა აღჭურვილია შარანტის ტიპის რვა აპარატით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ღვინის ბრენდის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. კომპანია წელიწადში 500 000 ლიტრ საბრენდე სპირტს აწარმოებს. საწარმოში 150-მდე ადამიანი დასაქმდება.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)