|
2016-11-11 14:40:35, 703 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონტენეგროში, ქალაქ პოდგორიცაში, კატასტროფებზე რეაგირებისა და კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლებაში - CRNA GORA-2016 მონაწილეობა მიიღეს. შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგი ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა (EADRCC) და მონტენეგროს სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. უწყების ინფორმაციითმ პრაქტიკულ ვარჯიშში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო დანაყოფის 12 თანამშრომელი მონაწილეობდა. ისინი 2 ქვეჯგუფად იყვნენ დაყოფილი: ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული კატასტროფების შედეგებზე რეაგირების დეკონტემინაციის და წყალზე სამაშველო ოპერაციების ჯგუფებად. სწავლების მიზანი იყო ფარტომასშტაბიანი კატასტროფების დროს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების, ასევე, საერთაშორისო სამაშველო დანაყოფების კოორდინირებული რეაგირების უნარების გამოვლენა და სამაშველო ოპერაციების გამოცდილების გაზიარება. სწავლებაში 30-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოდგენლები მონაწილეობდნენ. ტრენინგის ორგანიზატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სამაშველო ჯგუფის მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სამაშველო ოპერაციები. კურსის დასრულების შემდეგ სწავლების მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)