|
2016-11-11 09:57:56, 716 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წევრის კანდიდატურაზე ვაკანსიას აცხადებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ვაკანსია არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით ცხადდება და არაანაზღაურებადია. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატურები, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინონ. კანდიდატი საბჭოს მიერ წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთ დღეში შეირჩევა და დასამტკიცებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს წარედგინება. საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას უნდა ახლდეს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. აღნიშნული დოკუმენტები და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია მიიღება ელ.ფოსტაზე: g.ujmajuridze@moc.gov.ge, 2016 წლის 11 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით. საკონტაქტო ტელ: (+995 32) 231 27 47 (7420), 1500 (7420). (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)