00:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 19:47:01, 788 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს 56-ე საბავშვო ბაღის ღონისძიებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ასახულია თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმულ „ქორწინების“ სცენას და აღნიშნავს, რომ აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მავნე ზეგავლენას ახდენს მისი ცნობიერების ფორმირებაზე.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ომბუდსმენი თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს 56-ე საბავშვო ბაღის ღონისძიებაზე.

"გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის დაცვისა და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრეს პრინციპად ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, მისი ჭეშმარიტი, საუკეთესო ინტერესების სრულ გათვალისწინებას აღიარებს. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის შესაბამისი დაცვა და მისი საუკეთესო ინტერესების რეალიზება.

ამავე კონვენციის 29–ე მუხლით დაცულია ბავშვის უფლება, რომ მისი განათლება მიმართული იყოს ბავშვის პიროვნების, მისი ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებისკენ. განათლებამ უნდა მოამზადოს ბავშვი  თავისუფალ საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის.

შესაბამისად, სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარე სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო პროცესი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას და   შეესაბამებოდეს მის ასაკობრივ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს თბილისი 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე. ასევე, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, იხელმძღვანელონ სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებით და ბავშვის სააღმზრდელო პროცესი წარმართონ მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად, გაეროს ბავშვის  უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics