|
2016-11-10 19:14:27, 1645 ნახვა
ეკონომიკა
გვენეტაძე: ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვალუტას ექნება გამყარების მიმართულებები
ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვალუტას ექნება გამყარების მიმართულებები, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოში მცურავი კურსია და ძალიან რთულია, რომ მოკლევადიან რყევებზე გაკეთდეს კომენტარი. მისივე განცხადებით, იქნება როგორც გაუფასურებები ასევე, გამყარებები. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არის მცურავი კურსი და ძალიან რთულია, რომ მოკლევადიან რყევებზე გაკეთდეს ასეთი კომენტარი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი კომენტარი დიდ რისკს შეიცავს. კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგება, მოლოდინები, რომლებიც არსებობს და ეს ყველაფერი არის ერთად ასახული . იქნება გაუფასურებები, იქნება გამყარებები... ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვალუტას ექნება გამყარების მიმართულებები“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც აქვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განხორციელებული ინტერვენციები აბსოლუტურად მოდის შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ცენტრალური ბანკი ატარებს. „ეს არის ეროვნული ბანკის სტრატეგიაში. ეს არის ის, რაც ძალიან ბევრჯერ გაუკეთებია ცენტრალურ ბანკს ადრეც - 2012, 2013, 2014, 2015 წლებში და სხვათაშორის, გაცილებით მეტი მოცულობით, ვიდრე წელს გაკეთდა და ეს აბსოლუტურად იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც, როდესაც ამის საჭიროება იქნება, მისი გამოყენება მოუხდეს ეროვნულ ბანკს. ამავე დროს მინდა შეგახსენოთ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ არა მარტო გაყიდვები გვქონდა, არამედ საკმაოდ დიდი შესყიდვებიც განვახორციელეთ, თუმცა რატომღაც ეს ყურადღების მიღმა რჩება“, - დასძინა კობა გვენეტაძემ.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)