00:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 17:12:05, 677 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შრი აშოკ გაჯაფთჰი რაჯუს შეხვდა და საქართველო -ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის დიდი  პატივია ისეთი დიდი ისტორიის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და დემოკრატიული განვითარების ქვეყანასთან ურთიერთობა, როგორიც ინდოეთია.

მათივე ინფორმაციით, მარგველაშვილი მიესალმება ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და ინდოეთს შორის გააქტიურებულ ორმხრივ მოლაპარაკებებს, რაც კიდევ უფრო გაააქტიურებს ბიზნეს და ტურისტულ აქტივობებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ტრანსკონტინენტალურ პროექტებზე, რომელშიც საქართველო ცენტრალურ როლს ასრულებს.

„ჩვენი მიზანია გავხსნათ კარი და შესაძლებლობები აზიისთვის ევროპისკენ. მჯერა, რომ ამ პროექტების მიმართ ინდოეთს მაღალი დაინტერესება ექნება და მომავალში თქვენ აქტიურად ჩაერთვებით სამუშაოებში, რომელიც გაზრდის ტრანსპორტირების და ვაჭრობის შესაძლებლობებს აზიიდან ევროპის მიმართულებით, საქართველოს გავლით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ორმხრივი ინვესტიციების წახალისების მიზნით თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოთქვა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო საინტერესო ქვეყანაა, რომელიც ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით მოწინავე ქყვენების გვერდით დგას.

„მჯერა, რომ ეს საინტერესო ბაზარი იქნება ინდური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics