02:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 16:13:57, 1905 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის გამარჯვების ფონზე, მსოფლიო ბირჟები პანიკამ მოიცვა

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, მსოფლიო ბირჟები პანიკამ მოიცვა, - ამის შესახებ სხვადასხვა უცხოური მედია საშუალებები იუწყებიან.

როგორც გამოცემა Independent-ი წერს, საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა, დოლარი კი, თითქმის ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ გაუფასურდა.

მაგალითად, დოლარი ევროსთან და ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან მიმართებაში 2-2%-მდე გაუფასურდა, თითქმის 2%-იანი ვარდნა განიცადა შვეიცარული ფრანკის მიმართაც. გარდა ამისა, პოზიციები იაპონურმა იენმა გაიუმჯობესა. ამასთან, მექსიკურმა პესომ 13% დაკარგა და 20 პესოს ღირებულება - 1 აშშ დოლარი გახდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. 

მედიის ცნობით, ტრამპის გამარჯვების შედეგად აშშ-ის საფონდო ბირჟაზე არსებული კრიზისი, იმაზე უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე 11 სექტემბერს. Dow Jones-ის ინდექსი 800 პუნქტით ანუ 4,5%-ით დაეცა, მაშინ როდესაც ბრიტანულმა FTSE 100-მა 3,6%-ი დაკარგა, იაპონურმა  Nikkei-მ 6%-ი დაკარგა.

ამასთან, Bloomberg-ის ცნობით, დოლარის გაუფასურების პარალელურად, 2,43%-ით გაიაფდა ნავთობი. მაგალითად, Brent-ის მარკის ბარელის ნავთობმა თითქმის 1 აშშ დოლარი დაკარგა და მისი ღირებულება 45 აშშ დოლარი გახდა. ბარელზე საწვავის ფასი 4%-ით დაეცა და 43,07 დოლარი შეადგინა, რაც სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ნავთობის ფასების დაცემის ფონზე ოქროს ფასი გაიზარდა, რომელიც ინვესტორებისთვის ფულის დაბანდების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა.

საერთაშორისო ბირჟებზე შექმნილ პანიკას ქართველი ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, საერთაშორისო ბაზრებზე და ბირჟებზე მიმდინარე მოვლენები საქართველოზე ცოტა გვიან და ირიბ ზეგავლენას ახდენს:

ამ დროისთვის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული შოკი დაცხრა და დოლარი ნელნელა ისევ ძველ პოზიციებს უბრუნდება. არაფერი არ შეცვლილა ქართული ლარისთვის, რომელიც ამერიკულ ვალუტასთან გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის 1 დოლარი 2.4546 ლარი ღირს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics