22:36 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 15:35:00, 646 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და ესპანეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე  სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიის კვლევით ინსტიტუტში იმყოფებოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში,ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, მანუელ ლაინეზ ანდრესის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე ქართული დელეგაციის წევრებმააღნიშნული ინსტიტუტის დაქვემდებარებაში მყოფ სამეცნიერო ცენტრებში, დეპარტამენტებსა და ლაბორატორიებში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

„ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიის კვლევით ინსტიტუტი აგრარული მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების დაცვა, სანაშენე საქმიანობა, ვეეტერინარია, მაღალი რისკის შემცველი დაავადებების ერთობლივი კვლევა, ბიოტექნოლოგია და ექსტენცია“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის, იური ნოზაძის განცხადებით, ესპანური მხარის მხარდაჭერით, ქართველი ახალგაზრდა მეცნიერები ესპანეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში არსებულ სასწავლო პროგრამებში ჩაერთვებიან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ესპანური კომპანიის (De Raza Iberico) მეღორეობის ფერმები, ცხოველთა სასაკლაო და კომპანიის კუთვნილი ხორცის გადამამუშავებელი თანამედროვე ტიპის მსხვილი საწარმო კომპლექსები დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომესპანური კომპანია De Raza Iberico საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, კახური ღორის სანაშენე ფერმის შექმნის პროექტს ახორციელებს.

შეხვედრა გაიმართა საქონლის ხორცის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიასთანაც (Grupo Nortenos), რომელიც საქართველოში მეხორცული ჯიშის ძროხის ფერმის მოწყობას გეგმავს.

ქართული დელეგაციის წევრებმა, სათბურების მწარმოებელი კომპანიის (Grupo Intaco) ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბოსტნეული კულტურების დახურულ გრუნტში მოსაყვანად თანამედროვე ტიპის სადემონსტრაციო სათბურის მოწყობის საკითხები განიხილეს. კომპანია Grupo Intaco, კვლევით ცენტრთან ერთად, სადემონსტრაციო სათბურის მოწყობას წყალტუბოში მომავალი წლიდან გეგმავს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics