22:33 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 13:30:42, 593 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა განრიდების პროგრამების გაძლიერების მიზნით, ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში დაიწყო პროექტი  „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა განრიდების პროგრამების გაძლიერების გზით“.

პროექტს  სსიპ„დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ გაეროს ბავშვთა ფონდისა(UNICEF) და ევროკავშირის დაფინანსებითახორციელებს. მისი მიზანია, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გაძლიერების გზით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე10 სამუშაო შეხვედრა/ტრენინგიჩატარდება და გადამზადდებიან სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, სოციალური მუშაკები და მედიატორები. პროექტში  სულ 250-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ჩაერთვება.საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით,პროექტი ასევე მოიცავს არასპეციალიზებული იმ100-მდე პროკურორის გადამზადებასაც, რომლებიც მუშაობენ 18-დან 21 წლამდე პირების განრიდებაზე.

სამუშაო შეხვედრების/ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას აღდგენითი მართლმსაჯულების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების, განრიდების მექანიზმის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის და ინდივიდუალური მიდგომის შესახებ. ასევე მოხდება ადგილობრივ დონეზე არსებული სირთულეების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ერთობლივი მოძიება. პროექტის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს, ასევე, ადგილობრივ დონზე საკოორდინაციო მექანიზმის გაძლიერება და პროფესიონალებს შორის გუნდური მუშაობის უნარების გამყარება.

ცნობისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა, რის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა განრიდებისმექანიზმში და პროგრამა დაუახლოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს.კოდექსის ამოქმედებით მნიშვნელოვნად გაიზარდა განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა. კერძოდ, თუ 2015 წლის 9 თვეში განრიდდა 212 არასრულწლოვანი, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში განრიდებულთა რაოდენობამ 326 შეადგინა.გარდა ამისა,გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია მედიაციის კონფერენციების რაოდენობა.2015 წლის 9 თვეში ჩატარდა 89 მედიაციის კონფერენცია, ხოლო 2016 წლის იმავე პერიოდში - 169 მედიაციის კონფერენცია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics