06:50 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 12:30:14, 717 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პრობლემებს არ ელის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის საკითხს გამოეხმაურა,

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ ფიქრობს, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რაიმე პრობლემა გაჩნდება.

უსუფაშვილი გარკვეულ გამოწვევებს უფრო საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სისტემაში ელის.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც შესაძლოა, ძალიან ბერი არ ელოდა. არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ესაა რეალობა, ესაა მათი არჩევანი. არც ამერიკელები არიან ხოლმე ყოველთვის აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ვაკეთებთ ჩვენ, ქართველები, მაგრამ ისინი აგრძელებენ სტრატეგიულ მეგობრობას. არ მგონია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, უშუალოდ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე პრობლემა გაჩნდება. გარკვეულ გამოწვევებს ველი საერთაშორისო უსაფრთოხებისა და პოლიტიკის სისტემაში, სადაც დღემდე შეინიშნებოდა, ინიციატივების დეფიციტი. ამან ბევრ წერტილში ვითარება დაძაბა. ამ თვალსაზრისით იქნება გამოწვევები და ის საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ყურადღებით უნდა ვიყოთ და გავაუმჯობესოთ, გავაორმაგოთ პარტნიორებთან მუშაობა, რათა გაურკვევლობის პერიოდში, როცა შესაძლებელია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, ქვეყნებს, გაუჩნდეთ განცდა გარკვეული ვაკუუმის, ან გარკვეული შესაძლებლობის, რომ ახლა არის დრო  ნაბიჯები გადაიდგას მათი არალეგიტიმური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. გვმართებს სიფხიზლე. დიპლომატიური და ყველა სხვა არხებით ქვეყნის ინტერესებია დასაცავი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics