|
2016-11-10 11:51:47, 802 ნახვა
საზოგადოება
ბრიუსელში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გრძელდება
საპატრიარქოს დელეგაცია გუშინ ევროპის საგარეო ქმედებათასამსახურის აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯაილს პორტმანს, ცენტრალური აზიის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტომას მაირჰარტინგსა და ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის ევროკომისარს, ქრისტოს სტილიანიდის შეხვდა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მხარეებმა ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტი 7 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)