22:34 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 19:26:03, 863 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ქვედა ჩხუტუნეთში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს „მაჭახლობას" დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს „მაჭახლობას" დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები.

სახალხო ზეიმი „მაჭახლობა" 2007 წლიდან მაჭახელას ხეობის სხვადასხვა სოფელში იმართება, წელს კი ქვედა ჩხუტუნეთში გაიმართა. დღესასწაულზე ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ძველი და ახალი თაობის სახალხო მთქმელებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს.

მიმდინარე წელს საპატიო მაჭახლელის წოდება ადგილობრივ მკვიდრს ნოდარ მორთულაძეს მიენიჭა. ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმრებს კი სიმბოლური საჩურარი - აჭარული ქამრები გადაეცათ. დასასრულს ახლადდაქორწინებულებს გაბედნიერება მიულოცეს.

ღონისძიებაზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი რეწვის დემონსტრირება და კულინარიული ნაწარმის დამზადება და დაგემოვნება: არყის გამოხდა, გოდრის დაწნა, ფელამუშის მოდუღება. ასევე მოეწყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა.

მაჭახლობაზე სპორტული შეჯიბრიც მოეწყო, ადგილობრივებს და სტუმრებს საშუალება მიეცათ ერთმანეთს გაჯიბრებოდნენ ჭადრაკში, ნარდსა და სიმძიმეების აწევაში, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური ფასიანი საჩუქრები.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics