22:34 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 12:52:09, 780 ნახვა

საზოგადოება
ციტრუსის სეზონზე კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდება

აჭარის მთავრობის თვმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ჩაქვში ციტრუსის შემფუთავ-დამხარესხებელი საწარმო დაათვალიერა.

რეგიონის პირველი პირი სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაშა კომახიძესთან ერთად გაეცნო. საწარმო  „ჩაქვის ჩაის ფაბრიკის" ბაზაზე გაიხსნა და ციტრუსის გადამუშავებასთან ერთად უახლოეს მომავალში პირვანდელი პროფილით მუშაობას დაიწყებს. 

ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი და შემფუთავი საწარმო მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გაიხსნება. კომპანიამ უკვე 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.  საწარმო  მზადაა ციტრუსის მისაღებად. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი დანადგარებით. საწარმოში სამომავლოდ იგეგმება 100 ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა.

საწარმო 24 საათის განმავლობაში 200 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხებას და პარაფინირებას შეძლებს. მარტო წელს მიიღებს და გადაამუშავებს 3000 ტონამდე ნაყოფს, რომელიც რუსეთის  და უკრაინის ბაზარებზე გავა. საწარმოში  40 -მდე ადამიანია დასაქმებული.

"ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სეზონი გვექნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მალე გახსნილად გამოაცხადებს ციტრუსის სეზონს. დღეს მოვინახულე საწარმო,რომელიც საკმაოდ დიდია და მნიშვნელოვანია ადგილობრივი ციტრუსის რეალიზაციისთვის. განვიხილავთ სუბსიდირების საკითხსაც. სასიხარულოა, რომ სამიზნე ქვეყნებს დაემატა ბალტიისპირეთისა და შუააზიის ქვეყნები. სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ფერმერებს სეზონის წარმატებით დასრულებაში.  ძალიან კარგი სიახლეები გვაქვს. მათ შორის ისიც, რომ აჭარაში გაიმართება ციტრუსის ფესტივალი, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. ეს ტურისტული მიმართულებისთვისაც მნიშვნელოვანია განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, საწარმოს დათვალიერების შემდეგ."

2016-2017 წლის ციტრუსის სეზონზე  ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შეუფერხებლად იმუშავებს  40–მდე  ციტრუსის მიმღებ დამხარისხებელი საწარმო.  მათი ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30 000 ტონას.  საექსპორტო პროდუქცია  პლასტმასის, მუყაოსა და ხის (შპონის) ტარაში შეიფუთება.

ადგილობრივი ტარა მასალით  საექსპორტოდ განკუთვნილი 45 000 ტონა ნაყოფის გადატვირთვის უზრუნველყოფაა შესაძლებელი. ციტრუსის ნაყოფის დროებით შენახვის აუცილებლობის შემთხვევაში, რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით, შესაძლებელია 7000 ტონამდე  ციტრუსის შენახვა.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics