|
2016-11-09 12:23:45, 747 ნახვა
პოლიტიკა
ცინცაძე: არც რუსეთისთვის იქნება ტრამპი საჩუქარი
ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი იმარჯვებს. როგორ აისახება ტრამპის გამარჯვება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ექსპერტ სოსო ცინცაძის განცხადებით, ტრამპის გამარჯვება რუსეთში უხარიათ, თუმცა საყოველთაო აზრით, მის გამარჯვებას ნავთობზე ფასების დაცემა მოყვება. ექსპერტი ამბობს, რომ ეს უკვე რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის: „დავუშვათ, რომ ტრამპმა გაიმარჯვა, როგორ აისახება ეს. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ მთელ მსოფლიოში ფინანსურ ბაზრებზე უკვე პანიკაა და დოლარი ეცემა. დოლარი დაეცა იენთან მიმართებაში, შვეიცარიის ფრანკთან მიმართებით. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქალბატონი აცხადებს, რომ შოკში ვარო. არავინ ელოდა ამას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო უკვე საშინელ გზაზე დადგა და მსოფლიოს კატასტროფა ელოდება. ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში ტრამპს მოუწევს ანგარიში გაუწიოს კონსერვატორულ კონგრესს. თუმცა მთელი მსოფლიო შეშფოთებულია და პანიკის ზღვარზეა. ფინანსური ბაზარი ძალზედ მგრძნობიარეა. თუმცა რუსეთს უხარია. ტრამპის გამარჯვებას საყოველთაო აზრით, მოყვება ნავთობზე ფასების დაცემა, ეს უკვე რუსეთისთვის საჩუქარი არ არის.ასე რომ, ასეთი აპოკალიფსის სურათს ნუ დავხატავთ. არის დადებითი, უარყოფითი, ძალზედ მრავალფეროვანი, ცალსახად შეფასება, რომ მორჩა, დაინგრა ქვეყანა, ჯერ ადრეა. არც რუსეთისთვის იქნება ტრამპი საჩუქარი“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)