21:07 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 13:00:01, 684 ნახვა

საზოგადოება
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საზოგადოებას გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებული 2016-2017 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი პრინციპები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და დამკვიდრებას, დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების პრევენციასა და აღმოფხვრას მოიცავს.

მინისტრის 21 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცებულ გეგმას საფუძვლად უდევს ქალებისა და კაცებისთვის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების ფუნდამენტური გარანტიები, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ასევე მთავრობის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადდგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ერთ-ერთი პირველი სამინისტროა საქართველოში, რომელმაც გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ოფიციალურად მიიღო, დასახა ამბიციური მიზნები და ამოცანები, რაც მთავრობის საქმიანობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის კუთხით, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, ასევე, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ეროვნული სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით დაეხმარება.

აღნიშნული ამოცანების წარმატებით შესასრულებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გენდერული თანასწორობის შიდა ინსტიტუციური მექანიზმი ჩამოაყალიბა:

დანიშნა მინისტრის მრჩეველი გენდერულ საკითხებში, დაარსა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე  კომისია და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დანიშნა გენდერულ საკითხებში საკონტაქტო პირები.

ამას გარდა, გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს გენდერული საკითხების მეინსტრიმინგს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პოლიტიკასა  თუ პროგრამებში და სქესის მიხედვით და ყოფილი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის დანერგვას.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა გენდერულად მგრძნობიარე სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ.

პროექტი ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა  განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის  გაუმჯობესებაში. მისი ძირითადი ამოცანაა გენდერული თანასწორობის პრინციპების გატარება სამინისტროს საარსებო წყაროებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტებში, სახელმძღვანელოებში და პროცედურებში, რომლებიც დევნილთა სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებას ეხება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, დევნილთა მეოთხე პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად დევნილებისა და მათი მიმღები თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს.

პრეზენტაციას დაესწრნენ  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და მისი მოადგილე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, სხვა სამინისტროების წარმომადგენლები, დევნილთა თემის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და განვითარების სფეროში მომუშავე პარტნიორების წარმომადგენლები.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics