|
2016-11-08 12:33:57, 1038 ნახვა
საზოგადოება
IWPR: საქართველოს რამდენიმე სოფელში წინდაცვეთას ასობით ავარ გოგონას აიძულებენ
“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” (IWPR) კვლევას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ავარებს შორის გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკას ეხება. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, წინდაცვეთას ასობით ავარ გოგონას აიძულებენ. წინდაცვეთას ატარებენ ყვარლის რაიონის სოფლებში - თივიში, სარუსოსა და ჩანტლისყურეში, სადაც ბევრი ეთნიკური ავარი ცხოვრობს. ორგანიზაციის თქმით, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მსგავსი ფაქტების შესახებ მონაცემები არ აქვთ ადგილობრივ არასმთავრობოებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც. როგორც IWPR-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი მოკვლევის ჩატარების პირობა დადო. საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში დაახლოებით 3 ათასი ეთნიკური ავარი ცხოვრობს. ამასთან, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ინფორმაციით, აგვისტოში ორგანიზაციამ „რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, დაღესტანში ათობით ათას ქალსა და გოგონას წინდაცვეთა აქვს ჩატარებული. კვლევის თანახმად, სასქესო ორგანოს ნაწილს ძირითადად ერთიდან სამ წლამდე ასაკის გოგონებს სახლის პირობებში აჭრიან.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)