08:48 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 18:26:54, 854 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოოლოგიურ პარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა

თბილისის ზოოლოგიურ პარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საფრანგეთის ოვერნეს ზოოპარკმა საჩუქრად 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ გამოგზავნა.

ცხოველები გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. ვოლიერებში განთავსებული ახალი ბინადრების სანახავად, დღეს, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და ზოოპარკის დირექტორთან, ზურაბ გურიელიძესთან ერთად იმყოფებოდა.

წელს თბილისისზოოპარკმაევროპისზოოპარკებისგანსაჩუქრად,ჯამში, 70-ზემეტიცხოველიმიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა.

ზოოპარკის სტუმრებს ახალი ცხოველების ნახვა დღეიდან შეუძლიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics