|
2016-11-07 17:48:10, 897 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ 155 წარმატებული სტუდენტი დააჯილდოვა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ორი პროგრამის ფარგლებში, წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სერტიფიკატები და მადლობის სიგელები მაგისტრანტებსა და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გადაეცათ. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების წახალლისებისთვის. „თითოეული ეს პროგრამა მნიშვნელოვანია სტუდენტების წახალისებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობისათვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ძალიან კმაყოფილია,“-განაცხადა დავით ნარმანიამ. პროგრამების მიხედვით, 75 მაგისტრანტი 450 ლარს აიღებს, სოციალურად დაუცველ 80 სტუდენტს კი მუნიციპალიტეტი შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს. სტუდენტებს ჯილდოები, ასევე გადასცეს: თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს წევრებმა - ქეთი ჯოხაძემ, თამარ ტალიაშვილმა და რიმა ბერაძემ. ცნობისთვის, მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან წარმატებულ სტუდენტთა წახალისების პროგრამას ახორციელებს. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულისა (A კატეგორია - ფრიადი). პირველ და მეორე ეტაპზე სტიპენდია მოიპოვა 149 წარჩინებულმა მაგისტრანტმა, მესამე ეტაპზე კი სტიპენდია გადაეცა 75 მაგისტრანტს. რაც შეეხება მეორე პროგრამას, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას გულისხმობს. ახალი, 2016 წელს მიღებული წესის შესაბამისად, მაღალი აკადემიური მოსწრების (A კატეგორია - ფრიადი) მქონე სტუდენტს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ათასი ან ნაკლები ქულით ირიცხება, სწავლის საფასური 100%-ით უფინანსდება. დაფინანსება ეტაპობრივად, სემესტრის მიხედვით ხდება. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)