|
2016-11-07 16:48:15, 887 ნახვა
საზოგადოება
უსინათლო ადამიანები ხმოვანი წიგნების მოსმენას სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ
უსინათლო ადამიანები ხმოვანი წიგნების მოსმენას დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ. ელექტრონულმა წიგნების სახლმა „საბამ" ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია შექმნა, რომელიც უსინათლო ადამიანებისთვის სრულადაა ადაპტირებული. 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნი უკვე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. „საბას" ხმოვანი წიგნების კატალოგი მოიცავს როგორც ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას, ისე - უცხოური ლიტერატურის ქართულ თარგმანებს. წიგნები მსახიობებისა და თავად ავტორების მიერაა გახმოვანებული. თანამედროვე სტანდარტების ხმოვანი წიგნების მოსმენა აპლიკაცია „SABA READER-ის" საშუალებით ნებისმიერ სმარტფონსა და პლანშეტშია შესაძლებელი, ინტერნეტის გარეშე.ხმოვანი წიგნების მოსასმენად, საჭიროა saba.com.ge-ზე დარეგისტრირება და აპლიკაცია SABA Reader-ის უახლესი ვერსიის ჩამოტვირთვა სმარტფონში/პლანშეტში. ხმოვანი წიგნები „საბას" კატალოგში სპეციალური პიქტოგრამითაა აღნიშნული. ხმოვან წიგნს აქვს სარჩევი, საიდანაც შესაძლებელია სასურველი თავების გადმოწერა მოწყობილობაში, ან უკვე მოსმენილის წაშლა. თავების გადმოწერისას საჭიროა WiFi ინტერნეტი. „საბას" ხმოვან წიგნს აქვს პაუზის, ჩანიშვნის, კითხვის ტემპის რეგულირების შესაძლებლობა. ხმოვანი წიგნების კატალოგი მოიცავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ ე.წ. „ოქროს ფონდის" ჩანაწერებსაც. თანამედროვე ავტორების მიერ საკუთარი ნაწარმოებების ჩაწერაც ეროვნული არქივის მიერ განხორციელდა, რომელიც ამ პროექტის პარტნიორია. პროექტი ელექტრონული წიგნების სახლის „საბასა" და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება. ხმოვანი წიგნები უსინათლო ადამიანებს საჩუქრად გადაეცემათ. (R)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)