2016-11-06 15:01:05, 1082 ნახვა
საზოგადოება
საფინანსო კომპანია საქართველოს მეანაბრეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
შპს საფინანსო კომპანია საქართველოს მეანაბრეები "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავენ.
ერთ-ერთი დაზარალებულის ზაზა ქირიას განცხადებით, საფინანსო კომპანიას 2 თვის წინ ეროვნულმა ბანკმა ყადაღა დაადო, რის გამოც კომპანიაში მუშაობა პარალიზებულია და ანაბრების დაბრუნება ვეღარ ხერხდება.
" ქართულ იცნებას მივმართავთ თხოვნით, ხელი შეგვიწყოს. საფინანსო კომპანიას მოხსნას შემოსავლების სამსახურმა ყადაღა, რომ ხალხს დაგვიბრუნონ ანაბრები",-განაცხადა ქირიამ.
ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან