21:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-05 16:17:06, 813 ნახვა

საზოგადოება
მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო

მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე,  საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ 2600 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგვება.

ზეთისხილის ბაღების გაშენების პროცესში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შვილებთან ერთად მიიღო. გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე,  მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა. ზეთისხილის ნერგები თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტებმაც დარგეს. გამწვანების აქციას სულ 250 სტუდენტი შეუერთდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ახალგაზრდების ჩართვა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თითოეული ჩვენგანის საცხოვრებლად, უკეთესი გარემო ერთობლივი ზრუნვით უნდა შეიქმნას.

“მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზეთისხილის ნერგები, რომლებსაც  მახათას მთაზე ვრგავთ საკმაოდ მოზრდილი და მსხმოიარეა.  მომდევნო წლიდან ეს ნერგები უკვე  ნაყოფს მოისხამს.  ამით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ერთის მხრივ, ვამწვანებთ ჩვენს ქალაქს, მეორეს მხრივ კი  ეს ტერიტორია სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ზეთისხილის ნერგები, კონტრაქტორმა კომპანიამ თურქეთიდან ჩამოიტანა და ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში სულ  80 000 ხე-მცენარე დაირგვება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics