|
2016-11-05 12:50:46, 764 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დაესწრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მიღება გაიმართა. საზეიმო მიღებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ოფიციალურ სტუმრებს შორის იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. „ის, რომ საქართველოში დღეს მშვიდობიანი ვითარებაა და ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს დიპლომატის დღე მიულოცა. „უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ქართველი დიპლომატები აღვნიშნავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულს. ეს არის შესანიშნავი საშუალება, ერთად შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ სრულად გავიაზროთ დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ყველა ქართველ დიპლომატს დიპლომატის დღე კიდეც ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისთვის, იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს ინტერესების დასაცავად ეწევიან. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ ასეთი მაღალპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული დიპლომატიური სამსახური უახლოეს წლებში წარმატებით დაძლევს ქვეყნის წინაშე არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს. ქართული დიპლომატიის დღე კოლეგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემაც მიულოცა. ზურაბ პატარაძე ბოლო 15 წლის განმავლობაში დიპლომატიური მისიით სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობდა. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. აღსანიშნავია, რომ 4 ნოემბერი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და პირველი პროევროპელი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)