19:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 16:23:25, 788 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გორში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა,   შიდა ქართლის  გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, იოსებ ოქრომელიძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ  კარალეთში,   შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის  გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ,,ჯეოკონცენტრატს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ  20 067 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად გადასცა და კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ხილისა და ბოსტნეულის  გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნა.

უწყების ინფორმაციით,  საწარმოში ჯამში  განხორციელდა 1 200 000 ლარის ინვესტიცია, აქედან   650 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. 

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარებისა და გაფართოებისთვის.  

,,საქართველოს ძლიერი გადამამუშავებელი აგრომრეწველობის ტრადიცია აქვს.  შიდა ქართლი  ამ კუთხით ყოველთვის გამორჩეული რეგიონი იყო. ქვეყანას აქვს  რესურსი ნედლეულის - ხილის და ბოსტნეულის  წარმოებისთვის,  რისი ათვისებაც  მაქსიმალურად  უნდა მოხდეს და გადამამუშავებელი წარმოება განვითარდეს.   სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის  რეგიონში გაიხსნა 18 ახალი  და გაფართოვდა 64 საწარმო. რეგიონში გახსნილ ახალ საწარმოებში ჯამში 8,391,023 აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პროექტების ფარგლებში შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი  საწარმოები ადგილობრივი, რეგიონული ეკონომიკის განვითარებას და  მოსახლეობის დასაქმებას  უწყობს ხელს.   

როგორც კომპანია ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა, ივანე გოგლიძემ  აღნიშნა, ამ ეტაპზე საწარმოში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. 

სეზონურად დამატებით 25 ადამიანის დასაქმდება მოხდება.   

,,საწარმოს სიმძლავრე დღეში 10 000 - 12 000 ქილა კომპოტისა და მწნილის წარმოება იქნება. 2017 წელს დაგეგმილი გვაქვს  დამატებითი ხაზებისა და  დანადგარების დამატება და წარმოების გაზრდა“, - განაცხადა შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა.

კომპანია წარმოებულ პროდუქციას  სახელით - ,,ბენეფიტ ბატონო“  გამოუშვებს. პირველ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილებრივ ბაზარზე მოხდება.  2017 წლიდან პროდუქცია ექსპორტზე გავა.

შპს ,,ჯეოკონცენტრატის“  საწარმო გამოუშვებს ჯონჯოლის, კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, კომბოსტოს, ნივრის მწნილებს, ასევე ჟოლოს, ალუბლის, თეთრი ბლის, ატმის, შინდის, ღოღნოშოს, მარწყვის, ფეიხოიას, ვაშლის, კომშის, ტყემლის კომპოტებს.  კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics