|
2016-11-04 15:51:58, 778 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა თსუ-ს სტუდენტებისათვის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდია დააწესა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისათვის ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდია დააწესა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სულხან - საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. „ისევე როგორც ახალი ქართული სახელმწიფო და ახალი ქართული დიპლომატია 25 წლისაა ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ ამ ფაკულტეტზე ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, სულხან-საბას სახელობის სტიპენდია დავაარსო და იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს მოღვაწეობას", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს. პრეზიდენტმა ქართული დიპლომატიის დღე მიულოცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა თაობის ქართველ დიპლომატს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და სხვა სასწავლებლებს, რომლებიც ამ მიმართულებით ახალი თაობის აღზრდას ახორციელებენ. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული დიპლომატიის დღე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ქვეყნის განვითარების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. „თქვენ იქნებით ის ახალი თაობა, რომელიც ამ ურთულეს მისიას მომავალში იკისრებთ და უზრუნველყობთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იქნება კვალიფიციურად დაცული და გაძლიერებული. იმ თაობამ, რომელიც ამ 25 წლის განმავლობაში, ემსახურებოდა ქართულ დიპლომატიას, შეძლო და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებით ასახა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეზობელი, ძლიერი, ბირთვული სახელმწიფოს მიერაა ოკუპირებული, რომელსაც თავის მეზობლებთან ძალიან მკვეთრად გამოხატული აგრესიული პოლიტიკა გააჩნია. მათ სწორად დაინახეს რეგიონი, ის შესაძლებლობები, რომლებიც ამ რეგიონში არსებობს. სწორად დაინახეს და განჭვრიტეს ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც წარიმართებოდა გლობალურად მსოფლიოში, რეგიონში და ამავე დროს, ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა ყოფილიყო თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების, შესაძლებლობების ქვეყანა და ადგილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)