|
2016-11-04 13:08:55, 690 ნახვა
საზოგადოება
“თეგეტა მოტორსის” ახალი შეთავაზება ავტომფლობელებს - „მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სეზონურ აქციებს სთავაზობს. „მოამზადეთ ავტომობილი ზამთრისთვის“ კამპანიის ფარგლებში „თეგეტა მოტორსის" სერვის ცენტრებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიუმ ხარისხის პროდუქცია: საბურავები 49 ლარიდან, აკუმულატორები 77 ლარიდან, ძრავის ზეთები და ფილტრები 5 ლარიდან, სამუხრუჭე ხუნდები 26 ლარიდან, ამორტიზატორები 44 ლარიდან, წინა მაშუქის ნათურები 4 ლარიდან, მინის მწმენდები 8 ლარიდან, ანტიფრიზი 7 ლარიდან და ამასთანავე დაიბრუნეთ 10%-მდე გარანტირებული თანხა. ასევე თუ თქვენ „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში შეიძენთ პრემიუმ ბრენდების Motul-სა და Mobili-ს ძრავის ზეთებს, მიიღებთ შეძენილი ფილტრისა და ზეთის შეცვლის უფასო სერვისს. ზამთრის სეზონზე მეტად მნიშვნელოვანია ავტომობილის გამართული მუშაობისთვის ანტიფრიზი. „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში წარმოდგენილია გერმანული წარმოების ანტიფრიზები. თუ არ იცით თქვენს ავტომობილს სჭირდება თუ არა ანტიფრიზის დამატება, „თეგეტა მოტორსში“ უფასოდ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოწმების სერვისით. ვინაიდან ზამთარში აკუმულატორზე დატვირთვა იზრდება და მასზე უარყოფითად მოქმედებს დაბალი ტემპერატურა, შეიძლება თქვენი ავტომობილი მოულოდნელად არ დაიქოქოს. ამიტომ აუცილებელია მისი შემოწმება, ეს სერვისი კი "თეგეტა მოტორსში" სრულიად უფასოა. გარდა ამისა თუ თქვენ ვერ ახერხებთ ავტომობილის სერვისში მიყვანას, შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა მოტორსის“ აკუმულატორების უფასო მიტანა - მონტაჟის სერვისით. „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Varta-ს ბრენდის უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებს. უსაფრთხოებისთვის ზამთარში ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა კარგი საბურავებია. „თეგეტა მოტორსში“ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ წამყვანი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა falken, Michelin, Bridgestone და სხვა. აღნიშნული ბრენდების საბურავების შეძენისას „თეგეტა მოტორსი“ უფასო მონტაჟისა და ბალანსირების სერვისს გთავაზობთ. შეთავაზებები მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
(NS)
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)