|
2016-11-02 15:07:50, 667 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო კონფერენციაზე მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს
მეცხოველეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით საერთაშორისო კონფერენცია - „საერთაშორისო გამოცდილება - მეცხოველეობის დარგში ინვესტირებისა და წარმატებისთვის კავკასიის რეგიონში“გაიმართა. ღონისძიება კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ და კანადის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს - ალბერტას (Alberta Ministry of Agriculture, Forestry and Rural Development) ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიოში მეცხოველეობის მიმართულების ფერმერული მეურნეობებისგანვითარების საკითხები განიხილეს. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოში მეცხოველეობის დარგში არსებულპოტენციალზე,დარგის განვითარების პერსპექტივებსა და აღნიშნული მიმრთულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგისთვის მეცხოველეობის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია. ,,კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მეცხოველეობის მიმართულებით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ჯიშთა გამოცდა და გენეტიკური გაუმჯობესება, რაც საქონლის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც ქართველ ფერმერთა შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ჩვენი ქვეყნისთვის მეცხოველეობის სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად ეს არის საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების ნახევარი. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის განვითარება და პროდუქტიულობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ფერმერების კეთილდღეობასთან. ჯიშთა გამოცდისა და გენეტიკური გაუმჯობესებების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ წარმომადგენელმა, თამარ ყაჭაშვილმა აღნიშნა, კომპანია„კავკასიის გენეტიკა“ 2006 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სექტორში, მეცხოველეობის მიმართულებით, აქტიურად მუშაობს. კომპანია სანაშენე საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას,მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას დახელოვნური განაყოფიერების გზითჯიშობრივ გაუმჯობესებასუწყობს ხელს უწყობს. მეცხოველეობის დარგის განვითარების მნიშვენლობაზე და ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების, კანადის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს - ალბერტას, კანადის სავაჭრო პალატის, მეცხოველობის დარგში მომუშავე კანადისწამყვანი კომპანიებისწარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცხოველეობის დარგის ექსპერტები, უცხოელი სპეციალისტები და მეცხოველეობის ორგანიზაციების წარმომადგენლები (ესტონეთი, ისრაელი, სომხეთი), ვეტერინარები და ზოოტექნიკოსები, ასევე ფერმერები, ფერმერული ასოცოაციების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე მეცხოველეობის სექტორის კანადური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის მეცხოველეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. (NS)
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)