06:51 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 12:58:20, 686 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია განაშენიანების გეგმაზე: ხეების მოჭრის საკითხი ჯერ არ დამდგარა

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმა დამატებით გამწვანებას გულისხმობს.

ნარმანიას თქმით, გეგმა ბაღის ძველ ტერიტორიას საინტერესოდ განავითარებს.

„გაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელზეც დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელა არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას. მათ შორის დაგეგმილია გოლფ კლუბის გაკეთება, დამატებით გამწვანდება ტერიტორია. კონკრეტული გენდროლოგიისპროექტი მომზადების სტადიაზეა და ის აუცილებლად იქნება შემოტანილი. ხეების მოჭრასთანდაკავშირებით საკითხი ჯერჯერობით არ დამდგარა,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმა საკრებულომ გუშინ დაამტკიცა.

ცნობისთვის, მას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ისინი ამ საკითხზე ფართო მსჯელობას ითხოვდნენ. რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე ხეების სავარაუდო მოჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლების მტკიცებით, მხოლოდ დაავადებული ხეები მოიჭრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics