06:51 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 16:49:03, 724 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ჯედდას სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ ჯედდას სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან და პალატის ბორდის წევრებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საუბარის  მთავარი თემა იყო ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც სამომავლოდ ითვალისწინებს ბიზნეს დელეგაციების ურთიერთგაცვლას, ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო გამოფენების გამართვას. შეხვედრაზე ელჩმა  ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ბიზნეს პოტენციალსა და ბოლო წლებში ქვეყნაში განხორციელებულ რეფორმებზე.

 მათივე ინფორმაციით, ასევე  საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის შეხვედრა გაიმართა  საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამმართველოს ხელმძღვანელთან, კაპიტან აბდულჰაქიმ ალ-თამიმისთან.

შეხვედრის დროს მათ განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics