18:22 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 16:39:13, 780 ნახვა

საზოგადოება
მოსწავლის ძველი სამგზავრო ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება

თბილისში რეგისტრირებული მოსწავლეების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ძველი ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს" შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, სექტემბრიდანსაზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსწავლეთა უფასო მგზავრობის ახალი, იდენტიფიცირებული 53 ათასი უფასო სამგზავრო ბარათი გაიცა. 

მოსწავლის მშობელმა, ან უფლებამოსილმა პირმა ახალი სამგზავრო ბარათის ასაღებად უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებს (გარდა „ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა).

მოსწავლეებს ავტობუსით, მეტროთი და საბაგირო გზით უფასო მგზავრობის გარდა, ბარათზე თანხის ჩატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ბარათი გამოიყენონ სკოლის სასადილოში. გარდა ამისა, ბარათის მფლობელი შეღავთიანი ფასით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნის მაღაზიებში, ასევე:

მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაერთოს„საქართველოს ბანკის“  sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებში;

 დააგროვოს sCool-ები მაღაზიებში გადახდისას. დაგროვილი ქულები კი, სასურველ ნივთებში გადაცვალოს.

სულ, თბილისის მერია, 26 კატეგორიის 600 ათასამდე მოქალაქისთვის გასცემს მეტროთი და ავტო-ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის პლასტიკურ ბარათებს, რაც მომავალშიც იგევე რეჟიმში გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics