2016-11-01 10:07:25, 651 ნახვა
საზოგადოება
მამაკაცის გარდაცვალების გამო, მეტროსადგურ „სამგორში“ მოძრაობა შეფერხებული იყო
მამაკაცის გარდაცვალების გამო, მეტროსადგურ „სამგორში“ მოძრაობა შეფერხებული იყო.
მამაკაცი ვაგონში შეუძლოდ გახდა, რის გამოც იგი ბაქანზე გადმოიყვანეს. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ დროისთვის მეტრო სადგურ „სამგორში“ მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.
„მოძრაობა აღდგენილია. დაახლოებით 09:45 საათზე ფუნქციონირება ჩვეულებრივად დაიწყო“,-აცხადებენ მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან