16:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 11:26:16, 661 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა

ქალაქის შიდა ტერიტორიების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ისანში,  საცურაო აუზ „ოლიმპიკთან“ გამწვანების აქცია გაიმართა.

აქციაში თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი   ადგილობრივ მცხოვრებლებთან  ერთად ჩაერთვნენ და  200-მდე შერეული სახეობების ხე-მცენარე დარგეს.

თბილისის სხვადასხვა რაიონში  გასამწვანებელი ადგილები ადგილობრივ  მოსახლეობასთან ერთად შეირჩა. ამჟამად შიდა ტერიტორიების ხეებით  შევსება მათივე მონაწილეობით აქტიურად  მიმდინარეობს. მიმდინარე სეზონზე საცხოვრებელი კორპუსების  მიმდებარედ, სკვერებში და   გამზირებზე 30 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.

თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, გამწვანების სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ტარდება, გამწვანების აქციებში მოსახლეობის ჩართულობა კი ძალიან მაღალია.

მიმდინარე სეზონზე  დედაქალაქი სულ  80 000 ნერგით განაშენიანდება.  50 000  ხე-მცენარე  მახათას  მთაზე და  თბილისის  ზღვის გარშემო დაირგვება. დასარგავი  ხე-მცენარეების  სიმაღლე 1,5-3,5  მეტრი სიმაღლის  ფარგლებში  მერყეობს.  მათ  შორის,  5 000  ნერგის  სიმაღლე  2,5-3,5  მეტრია. საშემოდგომო  გამწვანების პროცესი  დეკემბრის  შუა რიცხვებამდე  გაგრძელდება.

სპეციალისტების რეკომენდაციით  საშემოდგომო  გამწვანებისთვის შერჩეულ  სახეობებს  შორისაა თეთრი  აკაციის, მინდვრის ნეკერჩხლის, იფანის, აღმოსავლური ჭადრის,  ზეთისხილის,  ჰიმალაის  კედარის,  კიპარისის,  ნუშისა და ვერხვის ნერგები.

ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით  უზრუნველყოფენ.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics