16:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 15:52:22, 809 ნახვა

საზოგადოება
ქართველმა სპეციალისტებმა ჩინელი ფერმერებისთვის სასწავლო სემინარი ჩაატარეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰებეის პროვინციაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის წარმომადგენლებმა ჩინელი ფერმერებისთვის ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთკვირიანი სემინარი ჩაატარეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტორ ინფორმაციით, აღნიშნული სემინარი ჩინეთის ჰებეის პროვინციის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ასოციაციასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. 

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის მევენახეობა-მეღვინეობის, ორგანული სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

სემინარის ფარგლებში მონაწილეები ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორგანული წარმოების პრინციპებს, ბიომეურნეობების დაგეგმვისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებს გაეცნენ. ფერმერებმა პეკინის, ჰებეის, ანპინისა და ტინაცზინის მეურნეობებში ბიოლოგიური ღონისძიებების პრაქტიკული სწავლებაც გაიარეს. 

 ჰებეის მერის ზუჰუან ვანგის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატში, ჩინეთში, მევენახეობა-მეღვინეობისა და მეხილეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართული ენდემური ყურძნისა და ხეხილის ჯიშების ინტროდუქცია განხორციელდება, მოეწყობა ვაზისა და ხეხილის სადემონსტრაციო ბაღები. 

ვიზიტის დასასრულს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დელეგაციამ  დინჩჟოუს მევენახეობა-მეღვინეობის მეურნეობაში გამართულ ღვინის გამოფენა-დეგუსტაციაში მიიღო მონაწილეობა.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics