04:45 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 14:12:07, 1069 ნახვა

საზოგადოება
400-მდე მოქალაქის საქართველოს საზღვარზე გადმოყვანა უკვე მოხერხდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დილიდან სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა. რეგიონის ხელმძღვანელი ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური შეფერხების გამო თურქეთის ყველა საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით შეფერხებებია. აჭარის მთავრობა თურქულ მხარესთან თანამშრომლობით მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების პირადობის მოწმობების იდენტიფიცირებას. 400-მდე მოქალაქის საზღვარზე გადმოყვანა უკვე მოხერხდა.

2 დღის განმავლობაში შეფერხებულია თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. რის გამოც საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics