|
2016-10-27 13:34:44, 566 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სახელმწიფოს მოუწოდებს, შეწყვიტოს დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკა საქართველოს მუსლიმი თემის მიმართ. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, დომინანტი რელიგიური ჯგუფის მსგავსად, რელიგიური რიტუალების ღირსეულ და ადეკვატურ პირობებში შესრულების შესაძლებლობა მუსლიმ თემსაც უნდა მიეცეს: „მიგვაჩნია, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფოს უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, შესაძლოა, დაპირისპირებების ახალი კერები გააჩინოს დომინანტური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებსა და რელიგიურ უმცირესობებს შორის. 2016 წლის 21 ოქტომბერს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენლები სოფელ მოხეში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ მუსლიმი თემის წევრებს, რომლებიც მათივე განცხადებით, ყოფილი მეჩეთის შენობის წარმომავლობის დროულ დადგენას ითხოვენ. სოფ. მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებული პირველი ინციდენტი 2014 წელს მოხდა, რაც უკავშირდებოდა ადიგენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას ყოფილი მეჩეთის შენობის, რომლის გადაცემასაც მუსლიმი თემი წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდა, კულტურის ცენტრად გადაკეთების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სადავო შენობა 2007 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, 2014 წლის ინციდენტის შემდგომ შენობის წარმომავლობის საკითხის დადგენა ცენტრალური ხელისუფლების ორგანომ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ითავა და მუდმივმოქმედი კომისიის შექმნით შემოიფარგლა, რომელსაც დღემდე არანაირი დასკვნა არ წარმოუდგენია. მუსლიმი თემის წარმომადგენლები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ სპეციალური კომისიის და ზოგადად სააგენტოს საქმიანობა, პრობლემის არა გადაწყვეტისკენ, არამედ დროში გაჭიანურებისკენაა მიმართული. მოხეში ვიზიტს წინ უძღვოდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ადიგენში, სოფელ მოხეში, სამართალდამცავებმა სოფლის ცენტრში მდებარე სადავო შენობის კარი აჭედეს, სადაც ადგილობრივი მუსლიმები ოთხი დღის განმავლობაში ლოცულობდნენ.მუსლიმ მოქალაქეთა განცხადებით, კარის აჭედვის შემდეგ უკვე მეორე კვირაა, ღია ცის ქვეშ, სადავო შენობის მახლობლად ლოცულობენ, რაც შენობის ბედის საბოლოო გადაწყვეტამდე გაგრძელდება. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2013 წლის 23 ოქტომბრის განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიური უმცირესობების მიმართარაეფექტურად და რეპრესიულად შეაფასეს და მოუწოდეს ხელისუფლებას, „შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო." განცხადებაში ასევე ხაზგასმული იყო, რომ 2012 წლის შემდგომ მუსლიმი თემის მიმართ სისტემატურად ხორციელდება დევნა და ძალადობა (ნიგვზიანი,წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე). არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებით, „რელიგიურ ძალადობის ყველა ამ ფაქტს კომუნალური ხასიათიჰქონდა და ის ადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე შეუწყნარებლობით იყო განპირობებული. ხელისუფლებამ სათანადოდ არ უპასუხარელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებს, არ უზრუნველყო კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენცია და ეფექტური გამოძიების ჩატარება. მეტიც,ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება ღია ლოიალობას ავლენს უმრავლესობის მიმართ და პრობლემის გადაფარვას მუსლიმი თემის უფლებების იგნორირებისხარჯზე ცდილობს."
მიგვაჩნია, რომ რეგიონში სახელმწიფოს მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოხატულებაა იმ პირთა წახალისება და დაწინაურებაც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მუსლიმთა მიმართ აგრესიაში. მაგალითად, სოფელ ჭელაში სახელმწიფოს მიერ მინარეთის მოჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს მუსლიმთა წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი კოპაძე ამჟამად სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების" მაჟორიტარობისკანდიდატია, ხოლო სამართალდამცავი გელა კოხოძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჭელასა და მოხეს მოვლენების დროს მუსლიმების მიმართ განსაკუთრებული უპატივცემულობით გამოირჩეოდა, 2015 წელს პოლიციის მოხეს განყოფილების უფროსად დანიშნეს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)