15:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 10:55:41, 569 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დაზიანების აღრიცხვისა და ფოტოგრაფირების ახალი წესი დაამტკიცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვისა და ფოტოგრაფირების წესი დაამტკიცა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრძანებას „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელი 2016 წლის 26 ოქტომბერს მოეწერა.

უწყების ცნობით, ბრძანება გაეროს საერთაშორისო დოკუმენტის - სტამბოლის პროტოკოლის რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ხელშეწყობა ექიმის მიერ შესაბამისი სამედიცინო სახის მტკიცებულებათა დროული და ზუსტი დოკუმენტირების მეშვეობით.

„ბრძანება, წესთან ერთად, დეტალურად განსაზღვრავს სამედიცინო შემოწმების დაწყების წინაპირობებს და მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობისა და შემდგომი რეაგირების საკითხებს.

დაზიანებათა ფერადი ფოტოგრაფირება დაზიანებების დოკუმენტირების პროცესის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ფოტოზე აისახოს, როგორც დაზიანებათა ხარისხი (სიგრძე, სიღრმე და ა.შ.), ისე შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რათა არ მოხდეს სხვადასხვა პირის ფოტომასალის ერთმანეთში აღრევა.

ბრძანების თანახმად, ექიმი ვალდებულია, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხეულზე დაზიანებათა აღმოჩენის შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს, დროული და სათანადო რეაგირების მიზნით.

სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო.

ბრძანება 2017 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდება, მანამდე სამინისტრო  დაწესებულებათა შესაბამის ტექნიკურ აღჭურვასა და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას უზრუნველყოფს“,-აცხადებენ უწყებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics