|
2016-10-26 19:12:51, 1525 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი DTRA-ს ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელს, ელიზაბეტ ჯორჯს შეხვდა. როგორც უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფოებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია გადაიბარებს და დამოუკიდებლად განახორციელებს ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამას. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გაფორმებული პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ ერთიანი შეთანხმებით (JTA) გათვალისწინებული ვალდებულებების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერით, ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა შეიქმნა. აღნიშნულ სისტემაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიები შედის. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფისთვის გამართული ლაბორატორიული ქსელის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩს და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ეს პროექტი არის საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფოებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის დემონსტრირების კარგი მაგალითი. თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელმა, ელიზაბეტ ჯორჯმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გურჯაანის ლაბორატორიის შენობა დაათვალიერა. გურჯაანის ლაბორატორია DTRA-ს მიერ ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განახლდა და საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღიჭურვა. (NS)
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)