|
2016-10-26 17:41:40, 894 ნახვა
საზოგადოება
ქართველი დიზაინერები სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად გაერთიანდებიან
თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველმა დიზაინერებმა სოლიდარობის ფონდში აქტიურად ჩართვა გადაწყვიტეს. დიზაინერები სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად, გაყიდული პროდუქციიდან ფონდში დონაციას განახორციელებენ . თბილისის მოდის კვირეულის რიგით მე-14 სეზონი 19 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს დარბაზში გაიხსნა, სადაც თბილისის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით, გაიმართა ნინო რამიშვილის არა სასცენო კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი „სუხიშვილების“ მონაწილეობით. კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნა კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციებია წარმოდგენილი. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება და იგი 30 ოქტომბრამდე გასტანს. თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში TBILISI MALL-ში წარმოდგენილი კოლექციებით სოლიდარობის ფონდს შემდეგი დიზაინერები შემოუერთდნენ: DALOOD, ATELIER27, CO.MODE, ANISHKO, LOVOA CO.MODE+, NATIA ARVELADZE, NO ONE, SOPO IOSEBIDZE. ცნობისთვის, საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ფილანტროფიისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა. პირველ ეტაპზე სოლიდრაობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით სოლიდარობის ფონდი შეძლებს პროგრამების გაფართოვებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით. ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 8 165 216 ლარი იქნა მობილიზებული და 305 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის საჭირო თანხა იქნა დამტკიცებული. სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, 2014 წლის სექტემბრიდან საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და 22 წლამდე ახალგაზრდა არ დაღუპულა.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)