|
2016-10-26 15:57:24, 825 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარე უწყების თანამშრომლებს მიესალმა, თითეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ დეპარტამენტის მიერ 2012 წლიდან განხორციელებული პროექტები რეგიონის საგზაო ინფრსტრუქტურის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ,,ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება, რომ თითოეულ სოფელში, თითოეულ მოსახლესთან მივიდეს გზა. ეს არის უმთავრესი ამოცანა. იქ, სადაც ასფალსტის საფარი ვერ იგება, ბეტონის საფარის დაგება უნდა გაგრძელდეს"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბოლო პერიოდში შეხვედრები გამართა მუნიციპალიტეტებში, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად შიდა გზებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ზურაბ პატარაძე მუდმივად ინტერესდება გზებთან დაკავშირებული მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტებით. საგზაო დეპარტამენტის უფროსის მ/შ ვახტანგ მჟავანაძემ მთავრობის თავმჯდომარეს 2012 წლიდან დღემდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ სტატისტიკური მონაცემები გააცნო. შეხვედრაზე ასევე 2017 წლის ბიუჯეტზე ისაუბრეს, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული გზებთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროებები. 2013-2016 წლებში ჩვენს რეგიონში დეპარტამენტის მიერ რეაბილიტაცია (მოეწყო ასფალტობეტონის საფარი) 231 კმ საავტომობილო გზას ჩაუტარდა, 118 კმ სიგრძის გზაზე ასფალტის საფარი, ხოლო 26,9 კმ გზაზე კი ბეტონის საფარი მოეწყო. აშენდა 32 ახალი ხიდი და 22 არსებულ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო 264 საყრდენი კედელი და გაბიონი. 31 სარწყავ არხს, რომელთა საერთო სიგრძე 147 კმ-ია, ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა სამუშაოებისათვს 22 ერთეული სხვადასხვა დასახელების ტექნიკა იქნა შეძენილი. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)