|
2016-10-26 14:02:23, 1517 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 6.5%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 6.5 პროცენტზე ინარჩუნებს. ამის შესახებ სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული: „მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და ინფლაციის შემცირებული მოლოდინები მიუთითებს საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების საჭიროებაზე. თუმცა, წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ჯერ არ არის სრულად ასახული ეკონომიკაზე, ამიტომ, მიზანშეწონილია, ნორმალიზების პოლიტიკის თანდათანობითი განხორციელება. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ შემდეგი ორი კვარტალის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდება. არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ცვლილებამ 0.1 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის შემცირებას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე ფასების კლება განაპირობებს. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან ინფლაციის მკვეთრი ვარდნა მნიშვნელოვანწილად საბაზო ეფექტით იყო განპირობებული. საგარეო შოკების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე შესუსტდა. საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის კლების ტემპი თანდათანობით შემცირდა და სექტემბერში ზრდა დაფიქსირდა, რამაც სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. პოზიტიური ტენდენცია გრძელდება მომსახურების ექსპორტის, კერძოდ კი ტურიზმის დარგში. ტურისტული ვიზიტების მატების შესაბამისად გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებისადმი ნდობის ზრდამ გამოიწვია ლარის ცვლად განაკვეთიან სესხებზე მოთხოვნის მატება, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკაზე გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესებას, რაც ერთობლივ მოთხოვნის და ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესება, არსებული განაკვეთებით მონეტარული პოლიტიკის შერბილების დამატებით ეფექტს ქმნის. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართება.
ზუგდიდში სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები დები არიან
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცი, ჩეჩნეთიდან/რუსეთიდან, გარდაცვლილი იპოვეს
აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტში შეფერხებების გამო გზების დეპარტამენტმა ორ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა
ზელენსკის თქმით, თავდაცვის ძალებმა საზღვართან ახლოს „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო გამშვები გაანადგურეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
სიბიგა კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)