|
2016-10-26 12:49:29, 797 ნახვა
საზოგადოება
საქართველო გენდერული თანასწორობის მიხედვით 144 ქვეყანას შორის 90-ე ადგილს იკავებს
საქართველო გენდერული თანასწორობის რეიტინგში მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 90-ე ადგილს იკავებს, - ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, გენდერული თანასწორობის მიხედვით საქართველოს მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაურესდა. 2015 წელს ქვეყანა რეიტინგში 82-ე ადგილს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ პირველ სამ ადგილს სიაში ისლანდია, ფინეთი და ნორვეგია იკავებენ. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია ქალთა და მამაკაცთა მდოგომარეობა, როლი და უფლებები საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების სხვადასვა სფეროში, ასევე პოლიტიკაშიც. ცნობისთვის, ფორუმის მიერ შედგენილი რეიტინგი 4 ძირითად პარამეტრს ეყრდნობა. საქართველო 61 ადგილს იკავებს ეკონომიკურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფის მიხედვით, 78-ე პოზიციაზეა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, ჯანდაცვის სფეროში შესაძლებლობების მიხედვით კი 119-ე, პოლიტიკური ძალაუფლების ფლობის მიხედვით ქვეყანა 114-ე ადგილზეა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, გენდერული თანასწორობის მიხედვით, აზერბაიჯანი საქართველოს ოთხი პოზიციით უსწრებს და 86-ე ადგილს იკავებს, რეიტინგში 75-ეა რუსეთი, სომხეთი 102-ე ადგილზე, ხოლო თურქეთი 130-ზე. 144 ქვეყანას შორის ბოლო ადგილებს სირია, პაკისტანი და იემენი იკავებენ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)