03:50 - 29 Oct, 2026
|
2016-10-24 17:20:19, 884 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ჩაისუბანში სახალხო ზეიმი "ჩაისუბნობა" გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ჩაისუბანში ტრადიციულ დღესასწაულს, „ჩაისუბნობას" დაესწრო. სახალხო ზეიმს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, პოლონეთის სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ. ზეიმის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც ფოლკლორული, ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ასევე კინტრიშის ხეობის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო. სოფლის მცხოვრებლები სტუმრებს ტრადიციული კერძებით და ნუგბარით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიების დასასრულს ღვაწლმოსილი ხეობის მკვიდრთა დაჯილდოება გაიმართა. „ჩაისუბნელობა", როგორც სახალხო ზეიმი, წელს მეორედ აღინიშნება. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)