|
2016-10-24 16:15:38, 821 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები და პროფკავშირები შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირების გაერთიანება სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ: „უკანასკნელი დღეების მანძილზე საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, კერძოდ, მშენებლობებსა და ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოში სამი დასაქმებულის დაღუპვის ფაქტი, რაც ამ შემთხვევების ეფექტური გამოძიების საჭიროების გარდა, ცხადად აყენებს დღის წესრიგში შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვის აუცილებლობას. საგანგაშოა საწარმოო შემთხვევების შედეგად, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო მაჩვენებელიც, რაც დასაქმებულთა უფლებების დარღვევის სისტემურ პრობლემაზე და სახელმწიფოს მიერ გატარებული შრომის პოლიტიკის არაეფექტურობაზე მიუთითებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული. დასახელებული სტატისტიკა, დასაქმებულთა შრომით უფლებების დარღვევის ერთ-ერთი თუმცა, არა ერთადერთი ინდიკატორია. შრომითიუფლების შელახვის მასშტაბს და პრაქტიკას, ასევე ადასტურებს დასაქმებულთა პროტესტების და გაფიცვების რაოდენობა და მათი მოთხოვნების შინაარსი, რაც უმეტესად ბაზისური, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოდა ღირსეული შრომის პირობების შექმნის მოთხოვნაში გამოიხატება. საქართველოს სახალხო დამცველი ასევე წლებია შემაშფოთებლად მიიჩნევს საწარმოო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა მაჩვენებელს და შრომის ინსპექტირების მექანიზმის ქმედითობის გაზრდის საჭიროების გარდა, მის საგანგებო განცხადებაში, საწარმოო შემთხვევების არაეფექტურ გამოძიებაზეც მიუთითებს. შრომის პოლიტიკის გარდაქმნა, მათ შორის, შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნა დღემდე რჩება არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის და პროფესიული კავშირების გაერთიანების მთავარ მოთხოვნად და რეკომენდაციად. ღირსეული შრომის პირობების გარანტირება და ეფექტიანი შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ერთ-ერთი ვალდებულებაა. 2006 წლიდანგაცხადებულმა შრომის პოლიტიკამ, რაც დასაქმებულთა დაცვის მინიმალური სტანდარტებისაგან დაცლილი შრომის კანონმდებლობის შექმნასა და შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმის, შრომის ინსპექციის გაუქმებაში გამოიხატა, მძიმე გავლენა იქონია დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე. შრომის უფლების დაცვასთან დაკავშირებული ცხადი გამოწვევის საპასუხოდ, 2013 წლიდან რიგი რეფორმები გატარდა. კერძოდ, შრომის კოდექსში განხორციელდა არაერთი ცვლილება, რომლითაც კანონმდებლობაში გაჩნდა შრომის უფლების დამცავი მინიმალური სტანდარტები და შეიქმნა ცალკეული მექანიზმენი, მათ შორის, შრომის პორობების ინსპექტირების დეპარტამენტი. თუმცა, ნათელია რომ განხორციელებული რეფორმების ხარვეზულობის, არასაკმარისობის და შექმნილი მექანიზმის ლიმიტირებული მანდატიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების დიდი ნაწილი არაეფექტური აღმოჩნდა არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მიემართება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს, რომელთაც კვლავ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უხდებათ ყოველდღიური სამუშაოს შესრულება. რეალობაში არსებული ცხადი გამოწვებებისა და ევროკავშირთან აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, დღეს არსებული შრომის ინსპექტირების მექანიზმი წარმოადგენს სუსტ ორგანოს, რომელსაც არ შეუძლია მისი მთავარი ფუნქციის - პრევენციული პოლიტიკისა და დარღვევებზე ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფა. ამასთან, საქართველო დღემდე სავალდებულოდ არ აღიარებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლს დაშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)იმ კონვენციებს, რომლებიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, რაც ასევე აჩვენებს ხელისუფლების პოლიტიკური ნებისა დამზაობისარარსებობას, შექმნას შრომითი უფლებების სათანადო დაცვის ეფექტური და ქმედითი მექანიზმები“,-ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ: უზრუნველყონ სამუშაო ადგილებზე, საწარმოო პროცესში, დასაქმებულთა სიცოცხლის მოსპობის შემთხვევების სწრაფი, ეფექტური გამოძიება და საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ. გარდა ამისა, მიმართავენ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, შრომითი უფლების დარღვევების პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით, დაუყოვნებლივ შეიქმნასშრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც გაითვალისწინებს მისი ქმედითობის აუცილებელ ბერკეტებს, მათ შორის, სამუშაო ადგილებზე უპირობო დაშვების უფლებამოსილებას, შრომითი უფლებების სრული სპექტრის შემოწმების მანდატს, შრომის უფლებების დარღვევების პრევენციისა და მათი აღმოფხვრის ეფექტურ აღსრულებით მექანიზებსა და სათანადო ფინანსურ/ ადმინისტრაციულ რესურსებს. „საქართველომ უნდა მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)#81, #129, #155, #C176 კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის რატიფიცირება“,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისოგამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)